вторник, 21 апреля 2015 г.

როზმარინის ინფუზი

ჩემმა როზმარინმა მოიხუჭუჭა ტოტები. ამდენ წვიმამ, მზემ და ტემპერატურის ხშირმა ცვლამ გააგიჟა, ჩემი არ იყოს და  მან წამოიღო უამრავი ახალი ტოტი. სწორედ ეს ახალგაზრდა  ტოტები  შეიცავენ იმ სასარგებლო თვისებებს, რომლებსაც მიუწერენ როზმარინს . მაგრამ,სამწუხაროდ, როზმარინის ყველაზე სწორი გახმობის შემთხვევაშიც კი ის კარგავს 70 პროცენტამდე სასარგებლო ეთერზეთებს. იმისათვის ,რომ სახლის პირობებში მაქსიმალურად გამოვიყენოთ როზმარინის სასარგებლო თვისებები მე გთავაზობთ როზმარინის ინფუზის დამზადების მარტივ რეცეპტს.  როზმარინი უნდა მომარაგდეს წვიმის შემდეგ, დღის მეორე ნახევარში. 




არ ვრეცხავთ, მაგრამ ვდებთ ჯერ ყინულში რამოდენიმე წამით და შემდეგ  ვამუშავებთ ორთქლოთ  (ანუ , გვიჭირავს მდუღარე ჩაიდნის თავზე :))

გზა და გზა გადავარჩიე რამოდენიმე ტოტი დასაფესვიანათ 



დარჩენილი როზმარინი დავაქუცმაცე და ჩავაწყვე შუშის ქილაში .  ქილა უნდა აარჩიოთ ისეთი ზომის, რომ  როზმარინმა  შეავსოთ  მისი 3/4.
ზემოდან ვასხავთ ნებისმიერ სტაბილურ ზეთს (ვინც არ იცის რას ნიშნავს " სტაბილური ზეთი
"     სხვა დროს მოგიყვებით). ჩვენს პირობებში  ყველაზე მარტივად საშოვნია  ზეითუნის ზეთი, აუცილებლად გამოუყენეთ  ცივი წესით დაწურული ზეთი.





მოვხუფოთ ქილა, შევახვიოთ თეთრ ქაღალდში ,გავიტანოთ ეზოში და ... ჩავმარხოთ ნებისმიერ ხის ძირში ყველაზე მცირე  ერთი თვით. 





გამოყენება:



როზმარინი შეიცავს 12 სახეობის ანტიოქსიდანტს, მინერალებს : ცინკი, რკინა, მაგნიუმი, ფოსფორი , კალიუმი .აქვს მკვეთრი ანთებასაწინაამღდეგო თვისებები. გამოიყენება კანის ჩირქოვანი გამონაყარის, არტროზის, თავის ტკივილის, ნაწოლების გაჩენის  დროს. ბრონქიტის და სინუსიტის სამკურნალოდ, კომპრესების სახით . მასაჟი როზმარინის ინფუზით ხსნის რევმატულ ტკივილებს, დეპრესიას, კუნთების ტკივილს, რადიკულითს , მკვეთრად აძლიერებს იმუნიტეტს,ხსნის გაციების სიმპტომებს.
კოსმეტოლოგიაში გამოიყენება ცელიულიტის, ცხიმიანი კანის, თმის ცვენის,ქერტლის, გამონაყარის და კომედონების სამკურნალოდ .
















четверг, 16 апреля 2015 г.

აიურვერდა საქართველოში ან შინაური უცხო ხილი





.... Neem.... არაერთი სტატია წამიკითხავს ამ საოცარ ხეზე, რომელიც გახლავთ ინდოელების სიამაყე. ის  პირველ ადგილზეა აიურვერდას ცნობილ  ტრაქტატში... რამოდენიმე წლის წინ ევროპულმა და ამერიკულმა საიტებმა,  სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით, შექმნეს საინფორმაციო ისტერიკა ნიმის გარშემო.შემდეგ რა თქმა უნდა, მიბაძა რუნეტმაც.  მსოფლიოს პანაცეიაზე მონადირეები თვლიდნენ,რომ აუცილებლად უნდა გაუზიარონ მსოფლიოს კიდევ ერთი აიურვერდას საიდუმლო კომპონენტი, რომელსაც  ის  4000 წლის განმავლობაში წარმატებით იყენებს.

 ევროპელმა ფარმაცევტებმა დაადგინეს რომ ნიმი არის უძლიერესი ანტიოქსიდანტი, მის შემადგრნლობაში შედის სალიცილის მჟავა სამჯერ დიდი რაოდენობით,ვიდრე სინთეტიკურ ანალოგში. აქვს ძლიერი ანტიპარაზიტარული და ანტიგელმინტური  ეფექტი,  წევს შაქარს,  ებრძვის კიბოს უჯრედებს , კურნავს პაროდონტოზს, სოკოვან დაავადებებს, გამოიყენება ცხელების დროს, აძლიერებს იმუნურ სისტემას სოკოვანი დაავადებების წიწინააღმდეგ,ეფექტურია ჩირქოვანი პროცესების, კარიესის, გინგვიტბის და ვენერიული დაავადებების  სამკურნალოდ , გამოიყენება უვნებელ კონტრაცეპციისათვის. გასაკვირი არ არის, რომ ნიმის გამოყენებით ამზადებენ უამრავ თანამედროვე ფარმაცევტულ პრეპარატს.  მეურნეობაში ნიმს გამოიყენებენ ჭურჭლის დასამზადებლად(რომელშიც ხილი არ ლპება).მისი ზეთი  სასწაულმოქმედი და უსაფრთხო სასუქია, რომელიც  არ გამოყობს ამიაკს.ამის გარდა, ანადგურებს  ნიადაგში როგორც მწერებს, ასევე მათ მიერ დადებულ კვერცხებს.დამეთანხმებით ალბათ,ბევრი თანამედროვე ფუნგიციდური პრეპარატი ვერ ახერხებს.  ნიმის ფესვებს იყენებენ სათევზაო სატყუარასთვის. ნაყოფის ინფუზური ნაყენი გამოიყენება როგორც ანტიბაქტერიული საპონი და ტილის ,რწყილის და ბაღლინჯოს საწინააღმდეგო პრეპარატი. წმინდავს პრობლემურ და ცხიმიან კანს, ხსნის  პსორიაზის  სიმპტომებს, აქრობს ქერტლს.  70-იან წლებში ნიმიდან იქნა მიღებული პრეპარატი " Azadirahten-ი", რომელიც დღემდე ითვლება ყველაზე საუკეთესო და სრულიად უვნებელ ინსეკტიციდათ . ის  უვნებელია როგორც ადამიანისათვის ასევე პირუტყვისათვის. ინდოელი იოგინები უვლიან კბილებს ნიმის ტოტისგან დამზადებული ფუნჯების მეშვეობით.  მე შემიძლია ჩამოგითვაოთ კიდევ ბევრი სასარგებლო თვისება,რომელიც გააჩნია ამ უნიკალურ ხეს. მაგრამ ჯერ მინდა გიამბოთ ერთი ამბავი,რომელმაც განაპირობა ჩემს მიერ ნიმის გაშენება საქართველოში.



                                                     


    მყავს ინდოელი მეგობარი და ყოველივე მისი ჩამოსვლის წინ, ის  საგულდაგულოდ მიტარებს გამოკითხვას იმის თაობაზე, თუ რა  ჩამომიტანოს საჩუქრად. ერთ-ერთი ასეთი მიმოწერის დროს,მე  ვთხოვე მას  ჩამოეტანა ერთი მუჭა ნიმის ხმელი ფოთოლი. მოხდა ისე, რომ აეროპორტის გასაშვებ პუნკტზე ნიმი არ გამოატარეს და ჩემი მეგობარი ჩამოვიდა ამ საჩუქრის გარეშე. მეორე დღეს, ჩვენ გავემგზავრეთ  კახეთში, ფერმაზე , სადაც  რამოდენიმე წლის წინ 

ჩრდილისათვის
 დავრგით რვა ძირი იფანი. ინდოელი ამ ხეების დანახვის თანავე  ლამის გადმოხტა მანქანიდან, მივიდა ხესთან, დამპყრობელი ალექსანდრე მაკედონელის იერით დადგა ერთ-ერთ იფანთან, მოწყვიტა ფოთოლი და ჩაიდო პირში

  -  შენ იცი რა არის ეს?- მკითხა მან 

   -  ხე  - ვუპასუხე დაბნეულმა  

  -ეს არის ნიმი,ოღონდ პატარა....ჩვენთან 20 მეტრს აღწევს სიმაღლეში.      


  შემდეგ დავიწყეთ ცდები საკუთარ თავზე ,ოჯახის წევრებზე და მეგობრებზე. ჯერ  ვუმკურნალე 

ღრძილებს და
  უკვე სამი წელია არც კი მახსოვს, თუ როგორ მიწევდა წელიწადში ორჯერ  უსიამოვნო პროცედურების ჩატარება სტომატოლოგიურ კაბინეტში.შემდეგ შვილმა მომიყვანა ბაღიდან ტილები და ორმა ჩამობანამ გადაგვარჩინა საეჭვო და ძვირი პრეპარატების გამოყენებისაგან...იყო ნერვის ანთებითი პროცესი, უთვალავი ნაკაწრები და დაჩირქებული ხიჭვები... იყო შემთხვევაც ,როდესაც ძლიერი კონცენტრირებული ნახარშით დავიწვი სახის კანი და მიუხედავად შეცდომისა,  საბოლოოდ მაინც მივიღე ეფექტი,რომელსაც აღწევენ კოსმეტოლოგები ჟანგბადის პილინგის პირობებში.  თუმცა აქ, როგორც ნებისმიერი ცდების ჩატარებისას შეცდომის პროცენტი მაღალია. :) 
  დღეს მე მაქვს 100 ძირზე მეტი იფანი. ჩრდილის და ქარსაცავის გარდა ვიყენებ  ნიადაგისათვის, ხეხილის შესაწამლად, ძროხების და თხების გასაბანად, არც ჩემ ლაბრადორს აცდა ჩვენი იფანოთერაპია. რა თქმა უნდა, იფანს ,როგორც ნებისმიერ სხვა მცენარეს, აქვს უკუჩვენებები. ამის გარდა მისი გამოყენება ნიადაგშიც კი,  საჭიროებს დამზადების წესების და დოზირების დაცვას. 



   


  სანამ ქართველი მომხმარებელი ცდილობს იპოვოს ბიოლოგიურად სუფთა მცენარეთა მოვლის პრეპარატები და ყურადღებით ადევნებს თვალს  ევროპაში აკრძალული ქიმიკატების ნუსხას ,  სასწაულ ფასად ყიდულობს გოჟის კენკრას, გუავას ნაყოფს და უამრავ  სხვა "პრომოუშენ" პანაცეას, ცდილობს მოიყვანოს დალოცვილ ქართულ ნიადაგზე უცხო სამკურნალო  და გასახდომი მცენარეები - საქართველოში, ვინ იცის რამდენი საუკუნე, მოკრძალებულად იზრდება და ხარობს Neem-ი . ის თავისი ინდოელი ნათესავისგან განსხვავდება არა მარტო სიმაღლით , არამედ იმითაც , რომ ინდურ იფანს ჰყავს გვერძე ადამიანი რომელიც  ცხოვრობს ბუნებისთან სიმბიოზში, ადამიანი,რომელიც სანამ გაეკიდება უცხოურ პრომოუშენ ფერმერობას, საგულდაგულოდ შეისწავლის საკუთარ  ნიადაგის, ცის და მზის ძალას.   თუმცა შევეშვათ ლირიკას, და დავუბრუნდეთ იფანს. მისი გამოყენება არ არის მიზანშეწონილი ბავშვებში და ორსულ ქალებში. იფანის პრეპარატების  დამზადებისას აუცილებლად უნდა იქნას დაცული დოზირება და მომარაგების წესი . იმისათვის რომ იფანმა მაქსიმალურად  მოგვცეს სარგებელი,მას უნდა შევუქმნათ გარკვეული მოვლის პირობები. ამიტომ, უმორჩილესად გთხოვთ: ნუ დაადებთ ამ სტატის ავტორს გულზე  იფანით შეწამლისას  დამწვარი ფოთლების ცოდვას , რომ არაფერი ვთქვათ ადამიანების ჯამრთელობაზე. ნუ მიიღებთ ამ იმფორმაციას ბიზნეს გეგმის შესავალ ნაწილად, და ნუ გაანადგურებთ  ისედაც გადაშენების პირას მისულ  ქართულ იფანს ახალი ბიზნესის წამოწყებისათვის. იფანი მარტივად ხარობს, და ვფიქრობ ,რომ მისი გამრავლება იქნება ყველაზე სწორი და პროგრესული ნაბიჯი, მით უმეტესად ,რომ სხვა სასარგებლო თვისებებთან ერთად, ის ასუფთავებს გარემოს და ჰაერს მავნე ქიმიური შენაერთებისაგან, რომლებსაც გამოყოფენ თანამედროვე ჰერბეიდები ნიადაგის მარილებთან რეაქციაში.  საქართველოში იფანის გარდა ბუნებრივად ხარობს  არა ერთი მცენარე , რომელსაც მსოფლიო ანიჭებს ექზოტიკური პანაცეის  მნიშვნელობას. ვიტოვებ იმედს, რომ უცხო სათესლე და სანერგე ექსპონატების ძებნის მარათონში, ჩვენ არ მივიყვანთ ამ განძს გადაშენების პირას.


среда, 25 марта 2015 г.

ენოტერა ( ღამის ფურისულა) მშვენიერი მკურნალი








ამ მშვენიერ ყვავილს აქვს პართო სამკურნალო სპეკტრი :

მისი ზეთი ამცირებს ალერგიით გამოწვეულ კანის ანთებას, წევს ქოლესტერინს და მკვეთრად ამცირებს თრომბების წარმოქმნის საფრთხეს, ზრდის სისხლძარღვთა ტონუსს, კურნავს რევმატიზმს საწყის ეტაპზე, აძლიერებს ინსულინის სეკრეციას და აუმჯობესებს გულის ფუნქციას. ენოტერას ზეთი ხსნის არასასურველ სიმპტომებს ქალთა კრიტიკულ დღეებში. ხელს უწყობს ფორმის შენარჩუნებას, ამცირებს ცხიმის დაგროვებას ქსოვილებში,ხელს უშლის სიმსივნური უჯრედების ზრდას.იგი ასევე ამცირებს ფიბრომატულ და კისტოზურ მასტოპატიების რაოდენობას და ზომებს. ის გამოიყენება ყველა ფართო სპეკტრის ქალებისთვის განკუთვნილ საპლიმენტებში(საკვები დანამატები).





 





 

      თუმცა, ენოტერას აქვს უკუჩვენებები, როგორიც თვალის წნევაა  და, შესაბამისად, მისი გამოყენება დაუშვებელია გლაუკომას შემთხვევაში.


      სამკურნალო თვისებები ასევე აქვს ერთწლიანი ენოტერას ფესვებს და ორწლიანი ენოტერას ფოთლებს და ყვავილებს,რომლებსაც იმარაგებენ ყვავილობის პერიოდში. ფესვი შეიცავს შაქრებს და ლორწოს ,ფოთოლი კი ღირებულ ორგანულ ტანინებს, ფისოვან და ლორწოვან ნივთიერებებს. ენოტერას ინფუზიას და ნაყენებს გამოიყენებენ დიარეის დროს,განსაკუთრებულად ჩვილებისათვის. ასევე ხელს უწყობს კუჭისა და ღვიძლის მოქმედებას , თმის ზრდას, გულის ნევრალგიის პრევენციას .ასევე იყენებენ ხველებისას, ყივანახველაზე, სპაზმატიური ასთმის დროს.

     ენოტერა არა მხოლოდ სამკურნალო მცენარეა, მას ასევე მოიხმარენ კულინარიაში. მისი ფესვი შეიცავს დიდი რაოდენობით სასარგებლო შაქრებს და ინულინს, ფოთოლი მდიდარია C ვიტამინით, ასევე შეიცავს მცირე დოზით P ვიტამინს. ერთწლიანი ენოტერას ფესვებს, აცილებენ კანს და უმატებენ ხისლის სალათებში,ფოთლებს ხარშავენ როგორც ისპანახს და თესლის ფქვავენ,ურევენ თაფლს და ამ შიგთავსით აცხობენ ღვეზელს.




       ენოტერას ასევე იყენებენ კოსმეტოლოგიაში. ის აქრობს პიგმენტურ ლაქებს, ქვებავს და წმინდავს კანს, გვეხმარება,რათა შევინარჩუნოთ კანის ელასტიურობა მკვეთრი წონის დაკლების შემდეგ. მყიფე ფრჩხილების შემთხვევაში ზეთით ამუშავებენ ფრჩხილის ფირფიტებს.









სახელწოდება "ფურისულას " ქვეშ გაერთიანებულია უამრავი სხვა და სხვა ჯიშის და ჯგუფის მცენარე, ამიტომ,გახსოვდეთ,რომ ეს მასალა ატარებს გაცნობითი ხასიათს და არ არის სამედიცინო დანიშნულების ლიტერატურა. მიუხედავად იმისა, რომ მე წარმატებით ვიყენებ ამ მცენარეს , უმორჩილესად გთხოვთ : ენოტერას გამოყენების სურვილის შემთხვევაში დაეკითხეთ თქვენს ექიმს.




                                                         
                                                          მასალის გამოყენების შემთხვევაში მიუთითეთ წყარო







четверг, 19 марта 2015 г.

ოთახის მცენარეები და ტოქსიკური ნივთიერებები

შენობაში  ჰაერის ტოქსინებით დაბინძურების ძირითადი მიზეზი  გახლავთ თანამედროვე სამშენებლო და მოსაპირკეთებელი  მასალები . აი მცირე ჩამონათვალი იმ ნივთიერებების,რომლებიც ბინადრობენ ჩვენ ახლად გარემონტებულ სახლებში:
კსილონი( ლამინირებული იატაკი,ლამინატის ავეჯი,სამშენებლო სილიკონი,ეკოლოგიურად სუფთა  ემულსიის საღებავები....... )
ფორმალდეჰიდი (  ალკაიდური საღებავები,ლაკი,პლასტიკური პანელები.......)
 ქლოროფორმი
აცეტონი
 ბენზოლი
ამიაკი
ტოლუოლი
ტრიჰლორეტინალი და უამრავი სხვა ენასატეხი ტოქსინი

ქოთნის ყვავილების უმრავლესობა მოქმედებს როგორც ერთგვარი ბუნებრივი ფილტრი, ისინი ეწევიან ჩვენთვის მავნე ნივთიერებების გადამუშავებას, და ხელს უწყობენ  სახლებში  სუფთა ჰაერის შენარჩუნებას .საქმე ის არის,რომ მცენარეებს გააჩნიათ სპეციფიური ბიოლოგიური თვისებები.  ჩვენი ჯანმრთელობის საშიში ქიმიური ელემენტები ეფინებიან მცენარეების ფოთლებსა და საჰაერო ფესვებზე , ვინაიდან მცენარეებისთვის ეს ელემენტები მათი საარსებო წყაროა. მცენარეების ფესვებში ბინადრობენ სიმბიონტი- ბაქტერიები რომლებიც ისრუტავენ პოთლებზე დაფენილ მავნე ელემენტების ნარჩენებს. აქედან გამომდინარე, შეიძლება ითქვას, რომ ოთახის მცენარეები ესტეტიკურ დატვირთვასთან ერთად ასრულებენ ბიოლოგიური ბარიერების ფუნქციას.


მავნე მინარევებისაგან ჰაერის გაწმენდის ჩემპიონი ქლოროფიტუმი (Chlorophytum)



ეს მცენარე, თითქოს სპეციალურად შექმნილია   დაბინძურებული გარემოსთვის, სადაც გადასარევად გრძნობს თავს. ამ მცენარის ერთ პატარა ბუჩქს შეუძლია 70-80 % გაწმინდოს 10მ2.ის ასევე მშვენივრად ატენიანებს ჰაერს და დევნის  სახლიდან  ბუზებს:) გარდა ამისა, ეს ლამაზი მცენარე არ საჭიროებს განსაკუთრებულ  პირობებს და მოვლას.


ასევე სასარგებლო აბსორბენტის თვისებები აქვთ 



              ალოეს                                                                                სუროს




და      სპატფილიუმს   (spathiphyllum)










             ტოქსინებთან მებრძოლი ულამაზესი დიფენბახია (Dieffenbachia) .

თუ თქვენი  ბინის ან ოფისის ფანჯარა ,  გზის სავალ ნაწილზე გადის, ან სულაც ინდუსტრიული ხედის მფლობელი ხართ, დადგით პანჯარაზე ერთი-ორი  ჭრელი დიფენბახია







ფორმალდეჰიდი, გაუმკლავდებიან:
ქლოროფიტუმი                                                                                



                                                     
                                                   მონსტერა








    შეფლერა                                    




                                                                                               ქამედორეა



                                                         




   დრაცენა    





                                                              ამპელური ფიკუსი







ტოლუოლს და ქსილონს  კარგად იწოვენ:


დიფენბახია
                                   ქლოროფიტუმი
                                                                
                                                                                  ატურიუმი


ნეფროლეპისი


                                  
                                                                                        ფიკუსი
    
                                                                   



ამიაკს ანეიტრალებს
                                                    მარანთა


                                                                                  

ბენზოლს ერევიან :


დრაცენა  ,
                                        სურო
                                                                     აზალია


     

                



 ნახშირბადის   ოქსიდი:

                                                    ეპიპრენუმი













თემის გაგრძელება იხილეთ ახლო მომავალში.







მასალის გამოყენებისას მიუთითეთ წყარო







     

პომიდვრის ჩითილები. ჩემი გამოცდილება.

ბევრი მიიჩნევს, რომ  თითო მარცვლის ცალკე დათესვის შემთხვევაში თავს დააღწევს შემდგომ ჩითილების განცალკავების პროცედურას. ასეთი ხრიკი მიზანშეწონილია კიტრის ან ბადრიჯნის დაჩითილების შემთხვევაში, მაგრამ პომდვრის ჩითილს გადარგვა მაინც დასჭირდება  მისი ზრდის პროცესში,რათა მივიღოთ ძლიერი ფესვთა სისტემა. ეს პატარა მანიპულიაცია მოგვცემს უკეთესს  მოსავალს და მაქსიმალურად  გაახანგრძლივებს მოსავლიანობის პერიოდს.
მე ვაცალკავებ პომიდვრის ჩითილებს საკმაოდ ადრე, ორი ნამდვილი ფოთლის გამოჩენის თანავე და აქ მოგიყვებით თუ როგორ ვაკეთებ ამას .აი ჩემი ჩითილები, 22 დღე  გავიდა დათესვიდან და უკვე მოისხეს ძირითადი ფოთლები.



1) ვამზადებთ ჭურჭელს . ვავსებთ ორ მესამედს მიწით.მე ავიღე მიწა ბოსტანიდან  და გავურიე ყვავილების მსუბუქი სუბსტრატი. ცოტაოდენი ყვავილების მიწა ჩვენ ცალკეც დაგვჭირდება პროცესში.
3
2)  დავასხათ ჩვენ ჩითილებს წყალი ისე,რომ ნიადაგი ტყლაპოთ ვაქციოთ. ეს საჭიროა  რათა ჩითილების ამოღების  დროს არ დავაზიანოთ ფესვები.
1
3) გავაჩეროთ ცოტახანი ასე და მივხედოთ ჭიქებში მომზადებულ  ნიადაგს. ცენტრში  პატარა ჯოხით ან ,თუ გნებავთ , ფანქრით  ვაკეთებთ «ორმოს».ნიადაგი უნდა იყოს მშრალი.
 313
4) შუაში ვასხავთ თბილ წყალს. თუ გაქვთ «მარგანცოვკა» გამოიყენეთ .ეცადეთ წყალი არ დაასხათ გვერდებზე ,რომ არ ჩაირეცხოს «ორმო»
20150318_185907
 გადავიდეთ ისევ ჩითილებთან. დაგვჭირდება პატარა კოვზი ან რამე ისეთი, რითიც შევძლებთ დაზიანების გარეშე ტყლაპოდან ფესვის ამოღებას. მე ვიყენებ ამ გადასარევ  ყავის კოვზს. ვიწროა , საკმაოდ გრძელი ტარი აქვს და მისი ორივე მხარე მადგება მუშაობის დროს.
20150318_185231 (1)
5) კოვზით ვიღებთ ჩვენი ტყლაპოდან ჩითილების ფესვებს.ეცადეთ მუშაობის დროს არ შეეხოთ ფოთლებს.
20150318_190123
6) ნაზათ ფრჩხილებით მოწიწკნეთ ძირითადი ფესვის  1/3 ნაწილი. მე ჩემ პომიდორს კიდევ ერთხელ გადავრგავ,სანამ ის მოხვდება  თავის მუდმივ ადგილზე და ყოველი გადარგვის დროს გავიმეორებ ამ პროცედურას. ის აძლიერებს ფესვებს და საბოლოოდ ,როდესაც მცენარე მოხვდება ნიადაგში, ის აღარ დახარჯავს დროს და ენერგიას ფესვების  გაძლიერებაზე. შესაბამისად, მთელ მის ძალას მოიკრეფს ნაყოფი.
20150318_190621
7) ვათავსებთ მომზადებულ ნიადაგში და «ორმოს» გვერდებიდან ვუყრით მიწას. თუ გახსოვთ,ჩვენ გავავსეთ  ნიადაგით გავსებული ჩვენი ჭიქების 1/3. ჩარგეთ ჩითილი ისე, რომ მისი ფოთლები იყოს 1 სმ  ქვევით ჭიქის ზედა დონიდან.  20150318_191501
8)ვიღებთ მომზადებულ საყვავილე სუბსტრატს და ვუყრით გარშემო ისე, რომ დავფაროთ ღერო პირველი «მატყუარა» ფოთლების დონემდე.
20150318_192751.
არ მორწყათ !!!
9) დააფარეთ  ჩითილებს ჩვეულებრივი თეთრი  ქაღალდი და ორი დღე დაასვენეთ .
20150316_125624
20150318_211138
გავიდა ორი დღე .დაასხით წყალი ,გადაიტანეთ ნათელში  და მოარიდეთ რამოდენიმე დღე  მზის სხივებს.
ბარაქა!!!!