.... Neem.... არაერთი სტატია წამიკითხავს ამ საოცარ ხეზე, რომელიც გახლავთ ინდოელების სიამაყე. ის პირველ ადგილზეა აიურვერდას ცნობილ ტრაქტატში... რამოდენიმე წლის წინ ევროპულმა და ამერიკულმა საიტებმა, სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით, შექმნეს საინფორმაციო ისტერიკა ნიმის გარშემო.შემდეგ რა თქმა უნდა, მიბაძა რუნეტმაც. მსოფლიოს პანაცეიაზე მონადირეები თვლიდნენ,რომ აუცილებლად უნდა გაუზიარონ მსოფლიოს კიდევ ერთი აიურვერდას საიდუმლო კომპონენტი, რომელსაც ის 4000 წლის განმავლობაში წარმატებით იყენებს.
ევროპელმა ფარმაცევტებმა დაადგინეს რომ ნიმი არის უძლიერესი ანტიოქსიდანტი, მის შემადგრნლობაში შედის სალიცილის მჟავა სამჯერ დიდი რაოდენობით,ვიდრე სინთეტიკურ ანალოგში. აქვს ძლიერი ანტიპარაზიტარული და ანტიგელმინტური ეფექტი, წევს შაქარს, ებრძვის კიბოს უჯრედებს , კურნავს პაროდონტოზს, სოკოვან დაავადებებს, გამოიყენება ცხელების დროს, აძლიერებს იმუნურ სისტემას სოკოვანი დაავადებების წიწინააღმდეგ,ეფექტურია ჩირქოვანი პროცესების, კარიესის, გინგვიტბის და ვენერიული დაავადებების სამკურნალოდ , გამოიყენება უვნებელ კონტრაცეპციისათვის. გასაკვირი არ არის, რომ ნიმის გამოყენებით ამზადებენ უამრავ თანამედროვე ფარმაცევტულ პრეპარატს. მეურნეობაში ნიმს გამოიყენებენ ჭურჭლის დასამზადებლად(რომელშიც ხილი არ ლპება).მისი ზეთი სასწაულმოქმედი და უსაფრთხო სასუქია, რომელიც არ გამოყობს ამიაკს.ამის გარდა, ანადგურებს ნიადაგში როგორც მწერებს, ასევე მათ მიერ დადებულ კვერცხებს.დამეთანხმებით ალბათ,ბევრი თანამედროვე ფუნგიციდური პრეპარატი ვერ ახერხებს. ნიმის ფესვებს იყენებენ სათევზაო სატყუარასთვის. ნაყოფის ინფუზური ნაყენი გამოიყენება როგორც ანტიბაქტერიული საპონი და ტილის ,რწყილის და ბაღლინჯოს საწინააღმდეგო პრეპარატი. წმინდავს პრობლემურ და ცხიმიან კანს, ხსნის პსორიაზის სიმპტომებს, აქრობს ქერტლს. 70-იან წლებში ნიმიდან იქნა მიღებული პრეპარატი " Azadirahten-ი", რომელიც დღემდე ითვლება ყველაზე საუკეთესო და სრულიად უვნებელ ინსეკტიციდათ . ის უვნებელია როგორც ადამიანისათვის ასევე პირუტყვისათვის. ინდოელი იოგინები უვლიან კბილებს ნიმის ტოტისგან დამზადებული ფუნჯების მეშვეობით. მე შემიძლია ჩამოგითვაოთ კიდევ ბევრი სასარგებლო თვისება,რომელიც გააჩნია ამ უნიკალურ ხეს. მაგრამ ჯერ მინდა გიამბოთ ერთი ამბავი,რომელმაც განაპირობა ჩემს მიერ ნიმის გაშენება საქართველოში.
მყავს ინდოელი მეგობარი და ყოველივე მისი ჩამოსვლის წინ, ის საგულდაგულოდ მიტარებს გამოკითხვას იმის თაობაზე, თუ რა ჩამომიტანოს საჩუქრად. ერთ-ერთი ასეთი მიმოწერის დროს,მე ვთხოვე მას ჩამოეტანა ერთი მუჭა ნიმის ხმელი ფოთოლი. მოხდა ისე, რომ აეროპორტის გასაშვებ პუნკტზე ნიმი არ გამოატარეს და ჩემი მეგობარი ჩამოვიდა ამ საჩუქრის გარეშე. მეორე დღეს, ჩვენ გავემგზავრეთ კახეთში, ფერმაზე , სადაც რამოდენიმე წლის წინ
ჩრდილისათვის
დავრგით რვა ძირი იფანი. ინდოელი ამ ხეების დანახვის თანავე ლამის გადმოხტა მანქანიდან, მივიდა ხესთან, დამპყრობელი ალექსანდრე მაკედონელის იერით დადგა ერთ-ერთ იფანთან, მოწყვიტა ფოთოლი და ჩაიდო პირში
ჩრდილისათვის
დავრგით რვა ძირი იფანი. ინდოელი ამ ხეების დანახვის თანავე ლამის გადმოხტა მანქანიდან, მივიდა ხესთან, დამპყრობელი ალექსანდრე მაკედონელის იერით დადგა ერთ-ერთ იფანთან, მოწყვიტა ფოთოლი და ჩაიდო პირში
- შენ იცი რა არის ეს?- მკითხა მან
- ხე - ვუპასუხე დაბნეულმა
-ეს არის ნიმი,ოღონდ პატარა....ჩვენთან 20 მეტრს აღწევს სიმაღლეში.
შემდეგ დავიწყეთ ცდები საკუთარ თავზე ,ოჯახის წევრებზე და მეგობრებზე. ჯერ ვუმკურნალე
ღრძილებს და
უკვე სამი წელია არც კი მახსოვს, თუ როგორ მიწევდა წელიწადში ორჯერ უსიამოვნო პროცედურების ჩატარება სტომატოლოგიურ კაბინეტში.შემდეგ შვილმა მომიყვანა ბაღიდან ტილები და ორმა ჩამობანამ გადაგვარჩინა საეჭვო და ძვირი პრეპარატების გამოყენებისაგან...იყო ნერვის ანთებითი პროცესი, უთვალავი ნაკაწრები და დაჩირქებული ხიჭვები... იყო შემთხვევაც ,როდესაც ძლიერი კონცენტრირებული ნახარშით დავიწვი სახის კანი და მიუხედავად შეცდომისა, საბოლოოდ მაინც მივიღე ეფექტი,რომელსაც აღწევენ კოსმეტოლოგები ჟანგბადის პილინგის პირობებში. თუმცა აქ, როგორც ნებისმიერი ცდების ჩატარებისას შეცდომის პროცენტი მაღალია. :)
დღეს მე მაქვს 100 ძირზე მეტი იფანი. ჩრდილის და ქარსაცავის გარდა ვიყენებ ნიადაგისათვის, ხეხილის შესაწამლად, ძროხების და თხების გასაბანად, არც ჩემ ლაბრადორს აცდა ჩვენი იფანოთერაპია. რა თქმა უნდა, იფანს ,როგორც ნებისმიერ სხვა მცენარეს, აქვს უკუჩვენებები. ამის გარდა მისი გამოყენება ნიადაგშიც კი, საჭიროებს დამზადების წესების და დოზირების დაცვას.
ღრძილებს და
უკვე სამი წელია არც კი მახსოვს, თუ როგორ მიწევდა წელიწადში ორჯერ უსიამოვნო პროცედურების ჩატარება სტომატოლოგიურ კაბინეტში.შემდეგ შვილმა მომიყვანა ბაღიდან ტილები და ორმა ჩამობანამ გადაგვარჩინა საეჭვო და ძვირი პრეპარატების გამოყენებისაგან...იყო ნერვის ანთებითი პროცესი, უთვალავი ნაკაწრები და დაჩირქებული ხიჭვები... იყო შემთხვევაც ,როდესაც ძლიერი კონცენტრირებული ნახარშით დავიწვი სახის კანი და მიუხედავად შეცდომისა, საბოლოოდ მაინც მივიღე ეფექტი,რომელსაც აღწევენ კოსმეტოლოგები ჟანგბადის პილინგის პირობებში. თუმცა აქ, როგორც ნებისმიერი ცდების ჩატარებისას შეცდომის პროცენტი მაღალია. :)



ნიმზე ვეძებდი ინფოს და ისე წავაწყდი ამ სტატიას. თურმე საქართველოში გვქონია ასეთი სასწაული და გონზე არ ვართ( სამწუხაროა სტატიებს რომ აღარ დებთ( ან თუ ფეისბუქზე ხართ იქნებ მომწეროთ)
ОтветитьУдалитьნიმზე ვეძბედი მეც ინფოს და შემთხვევით წავაწყდი ამ სტატიას
ОтветитьУдалитьდიდი მადლობა ამ სტატიისათვის. ეხლა მივდივარ ინდოეთში აიურვედას სასწავლებლად და შევეცდები ქართულ ფლორასთან პარალელები აღმოაჩინო.
ОтветитьУдалитьძალიან გთხოვთ მასწავლეთ ეს იცანი სად შევიძინო რომ მეც დავრგოთ.ნიმს ვეძებ ერთი თვეა და ვერა და ვერ ვიპოვე ვერანაირი სახით საქართველოში
ОтветитьУдалитьდიდი მადლობა სტატიისათის. მეც მინდა დავრგა იფანი შემოდგომაზე.
ОтветитьУдалить