ჩემმა როზმარინმა მოიხუჭუჭა ტოტები. ამდენ წვიმამ, მზემ და ტემპერატურის ხშირმა ცვლამ გააგიჟა, ჩემი არ იყოს და მან წამოიღო უამრავი ახალი ტოტი. სწორედ ეს ახალგაზრდა ტოტები შეიცავენ იმ სასარგებლო თვისებებს, რომლებსაც მიუწერენ როზმარინს . მაგრამ,სამწუხაროდ, როზმარინის ყველაზე სწორი გახმობის შემთხვევაშიც კი ის კარგავს 70 პროცენტამდე სასარგებლო ეთერზეთებს. იმისათვის ,რომ სახლის პირობებში მაქსიმალურად გამოვიყენოთ როზმარინის სასარგებლო თვისებები მე გთავაზობთ როზმარინის ინფუზის დამზადების მარტივ რეცეპტს. როზმარინი უნდა მომარაგდეს წვიმის შემდეგ, დღის მეორე ნახევარში.
არ ვრეცხავთ, მაგრამ ვდებთ ჯერ ყინულში რამოდენიმე წამით და შემდეგ ვამუშავებთ ორთქლოთ (ანუ , გვიჭირავს მდუღარე ჩაიდნის თავზე :))
გზა და გზა გადავარჩიე რამოდენიმე ტოტი დასაფესვიანათ
დარჩენილი როზმარინი დავაქუცმაცე და ჩავაწყვე შუშის ქილაში . ქილა უნდა აარჩიოთ ისეთი ზომის, რომ როზმარინმა შეავსოთ მისი 3/4.
ზემოდან ვასხავთ ნებისმიერ სტაბილურ ზეთს (ვინც არ იცის რას ნიშნავს " სტაბილური ზეთი
" სხვა დროს მოგიყვებით). ჩვენს პირობებში ყველაზე მარტივად საშოვნია ზეითუნის ზეთი, აუცილებლად გამოუყენეთ ცივი წესით დაწურული ზეთი.
მოვხუფოთ ქილა, შევახვიოთ თეთრ ქაღალდში ,გავიტანოთ ეზოში და ... ჩავმარხოთ ნებისმიერ ხის ძირში ყველაზე მცირე ერთი თვით.
გამოყენება:
როზმარინი შეიცავს 12 სახეობის ანტიოქსიდანტს, მინერალებს : ცინკი, რკინა, მაგნიუმი, ფოსფორი , კალიუმი .აქვს მკვეთრი ანთებასაწინაამღდეგო თვისებები. გამოიყენება კანის ჩირქოვანი გამონაყარის, არტროზის, თავის ტკივილის, ნაწოლების გაჩენის დროს. ბრონქიტის და სინუსიტის სამკურნალოდ, კომპრესების სახით . მასაჟი როზმარინის ინფუზით ხსნის რევმატულ ტკივილებს, დეპრესიას, კუნთების ტკივილს, რადიკულითს , მკვეთრად აძლიერებს იმუნიტეტს,ხსნის გაციების სიმპტომებს.
კოსმეტოლოგიაში გამოიყენება ცელიულიტის, ცხიმიანი კანის, თმის ცვენის,ქერტლის, გამონაყარის და კომედონების სამკურნალოდ .




Комментариев нет:
Отправить комментарий